2016-04-05

სტუდენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ჯეოლაიფი თსუ-სთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ უფასო ტრეინინგების კურსს IT პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით

ეს არის უმოკლესი გზა იმისათვის, რომ მარტივად დაეუფლოთ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას.

სასწავლო კურსის ჩატარების თარიღებია: მიმდინარე წლის 15 აპრილიდან 12 ივნისის ჩათვლით თსუ მაღლივ კორპუსში.
 
მოცემული სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და შესაბამისად, სტუდენტებისათვის სრულიად უფასოა მოცემულ ტრეინინგში მონაწილეობა.
 
ხსენებულ სასწავლო კურსში განხილული იქნება პროექტის მართვის სრული ციკლი, როგორც ძირითადი თეორიული საკითხების შესწავლის, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების გზით.
 
პროექტის მონაწილეები პერიოდულად შეხვდებიან საქართველოში მოღვაწე წარმატებულ ანტრაპრინიორებს (ინოვატორ მეწარმეებს), რომელთაც შესაძლებლობა მიეცემათ გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და IT პროექტების მართვის თავისებურებანი — პროექტში მონაწილე სტუდენტებს, რომლებიც თავის მხრივ, სამომავლო პერსპექტივებში, პოტენციურ IT პროექტების მენეჯერებად მოიაზრებიან.
 
ტრენინგზე თითოეული მონაწილე გამოიმუშავებს იმ უნარებს, რაც აუცილებელია IT პროექტის მენეჯერისათვის, იმისათვის, რომ უკეთ წარმართოს საკუთარი საქმიანობა. ტრენინგი ითვალისწინებს MS Project საფუძვლების ინდივიდუალურ სწავლებას, ინტერაქტიული სწავლების მეთოდით, სოფტის სასწავლო სიმულატორზე, დისტანციურად.
 
მეთოდოლოგია:
ტრეინინგი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტის PMBOK 5 -ის მიხედვით.
თეორიული მასალა მიეწოდება სტუდენტებს პრეზენტაციების სახით. შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოები შესრულდება სამუშაო ჯგუფებში ტრენერის ხელმძღვანელობით.
სტუდენტები ისარგებლებენ ჯეოლაიფის ექსკლუზიური სასწავლო მასალით და სახლიდან წვდომა ექნებათ სასწავლო პროგრამის მართვის კომპიუტერულ სისტემასთან, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს სასწავლო მასალის დროულ და სრულყოფილ ათვისებას.
 
ტრეინინგის ხანგრძლივობა: 40 საათი.
ტრეინინგის ინტენსიობა: კვირაში სამი შეხვედრა, თითოეული 2 საათი.
ტრეინინგზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება მიმდინარე წლის 14 აპრილამდე.
 
ტრეინინგის დასრულების შემდეგ, გაიცემა ჯეოლაიფისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი სერტიფიკატი.
ჩვენი ოფიციალური საინფორმაციო საიტია: http://itpm.geolife.ge/
რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ტრეინინგის შესახებ.
აქვეა რეგისტრაციის ფორმაც სადაც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ!

მიმდინარე წლის 8 აპრილს, 15 საათზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, აუდიტორია 206-ში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.
დასწრება თავისუფალია!
Print

« იხ. ყველა სიახლე