2015-11-23

საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტრეიდერთა კლუბი - „Wealthy Traders Club“-ის სპეციალური სასწავლო კურსის პრეზენტაცია

„Wealthy Traders Club“ - პირველი დამოუკიდებელ ტრეიდერთა (ანუ ფინანსურ ბაზრებზე მოვაჭრეთა) კლუბია საქართველოში, რომელიც მრავალი წლის გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრეიდერების მიერ ჩამოყალიბდა.

მათი მიზანია საქართველოშიც განვითარდეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და სწრაფად მზარდი სფერო - ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობა და საქართველოს შეემატოს ტრეიდერთა ახალი თაობა, რომლებიც ნებისმიერ ეკონომიკურ ფონზე დამოუკიდებლად შეძლებენ გაიკვლიონ გზა ფინანსური წარმატებისკენ.

კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ხელი შეუწყონ ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის მსურველთა როგორც პროფესიულ, ასევე კარიერულ ზრდას. ამ მიზნით მათ დააარსეს “Wealthy Academy”, სწავლების უნიკალური მეთოდით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.

„Wealthy Traders Club“-მა შეიმუშავა სპეციალური სასწავლო კურსი სტუდენტებისთვის, რომლის გავლის შემდეგ, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე.

პრეზენტაციის საშუალებით, რომელიც თსუ გაიმართება 27 ნოემბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიში, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ შეიტყონ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და სარფიანი ბიზნესის შესახებ და მოკლე დროში შეიძინონ დამატებითი პროფესია, რომელის მეშვეობითაც შემდეგ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც სწავლის ან სამსახურის პარალელურად შეძლებენ ფულის გამომუშავებას.

პრეზენტაციაზე სტუდენტების დასწრება თავისუფალია.

Print

« იხ. ყველა სიახლე