მალაქია ტოროშელიძე

(1880-1938)

მალაქია ტოროშელიძე დაიბადა 1880 წლის 15 მარტს სოფელ სხვავაში (ამბროლაურის რაიონი).

მ. ტორშელიძე იყო პარტიული და საბჭოთა საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი.

1910 წელს მ. ტორშელიძემ დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოღვაწეობაში. იყო ბოლშევიკური გაზეთების - “ბრძოლისა” და “კავკაზსკი რაბოჩის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1921-1922 წლებში მ. ტორშელიძე საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა, 1922-1924 წლებში კი – ცეკავაშირის გამგეობის თავმჯდომარე.

1928 წლის სექტემბრიდან 1930 წლის სექტემბრამდე მ. ტორშელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე რექტორი, 1931-1936 წლებში – საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იმავდროულად, 1934-1935 წლებში, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1936 წელს – განათლების სახალხო კომისარი.

დახვრიტეს 1938 წელს.
loading