რუსუდან ლორთქიფანიძე


რუსუდან ლორთქიფანიძე დაიბადა 1947 წელს თბილისში მეცნიერ - მუშაკის ოჯახში . მამა – რევაზ ლორთქიფანიძე , პროფესორი , მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. დედა – ელენე ლორთქიფანიძე, ეკონომისტი, ამჟამად პენსიონერი. მეუღლე – გიორგი ბერიძე , არქიტექტორი , საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი . ჰყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი .

რუსუდან ლორთქიფანიძემ 1965 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 53- ე საშუალო სკოლა . იმავე წელს შევიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე , რომელიც 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა . მისი სადიპლომო ნაშრომი : „ ბავშვთა აღზრდისა და დასვენების ცენტრი ” დაჯილდოვდა საკავშირო პირველი პრემიით . 1972 წლიდან არის არქიტექტორთა კავშირის წევრი . 1971-75 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ( მოსკოვის საზოგადოებრივ ნაგებობათა კვლევით ინსტიტუტში ) და იმავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია . 1977 წელს გაიმარჯვა თბილისში საბავშო კომპლექს „ მზიურის ” პროექტების კონკურსში . 1975 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჯერ უმცროსი , ხოლო 1981 წლიდან უფროსი მეცნიერ - თანამშრომლის თანამდებობაზე . პარალელურად 1976 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში , არქიტექტურის საფუძვლების კათედრაზე ჯერ დოცენტად , ხოლო 1993 წლიდან – პროფესორის თანამდებობაზე . 1989-91 წლებში გაიარა დოქტორანტურის კურსი მოსკოვის არქიტექტურის თეორიისა და ისტორიის კვლევით ინსტიტუტში . 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე : „ ისტორიული მემკვიდრეობის როლი თანამედროვე იტალიურ არქიტექტურაში ”. არის 50- მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი , მათ შორის სამი მონოგრაფიისა , ერთ - ერთი მათგანი : „ იტალიის თანამედროვე არქიტექტურა 1970-1990 წლებში ” – გამოიცა რომში 1995 წელს და მიიღო მაღალი შეფასება იტალიურ არქიტექტურულ ჟურნალებში . გარდა ამისა უცხოეთში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები , რომლებიც ეხება დასავლეთის თანამედროვე არქიტექტურის და ქართული არქიტექტურის პრობლემატიკას . ამავე თემატიკით სისტემატურად მონაწილეობს უცხოეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში . თავისუფლად ფლობს ქართულ , რუსულ , ინგლისურ და იტალიურ ენებს .

1982-83 წლებში ერთი წლით მივლინებული იყო სამეცნიერო სტაჟირებით რომის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე . აქედან მოყოლებული , ყოველწლიურად , რამდენიმე თვით იტალიური ნაციონალური კვლევების ცენტრის ხაზით აწარმოებდა კვლევით მუშაობას მილანის , ვენეციის და რომის უნივერსიტეტების არქიტექტურის ფაკულტეტებზე . გარდა ამისა „ მიწვეული უცხოელი პროფესორის ” რანგში ( რომელიც მიენიჭა 1995 წელს რომის უნივერსიტეტ – „ ლა საპიენცაში ”) რეგულარულად ატარებდა ლექციებსა და სემინარებს , ეწეოდა ქართული კულტურის პროპაგანდას . 1995-96 წლებში , რომსა და ვენეციაში პროფესორებთან ჯ . სკარჩიასა და ლ . მაგაროტოსთან ერთად მოამზადა , ქართული კულტურისადმი მიძღვნილი კონფერენციები . 1998 წელს გენუის უნივერსიტეტში პროფესორებთან ად . ალჰაგო - ნოველოსა და ნ . ყაუხჩიშვილთან ერთად მოამზადა სიმპოზიუმი – „ საქართველოს კულტურა წარსულსა და მომავალს შორის ”. 1996 წელს ორი თვით მიწვეული იყო გერმანიის აკადემიის მიერ და ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა : „ ბერლინის , როგორც ხელმეორე დედაქალაქის არქიტექტურულ - ურბანისტულ პრობლემებზე ”. 1996 წელს 4 თვე მუშაობდა რომში NATO- ს გრანტით , ხოლო შემდეგ ორი თვე ვენეციის უნივერსიტეტში , სადაც ცნობილ ქართველოლოგ , პროფესორ ლუიჯი მაგაროტოსთან ერთად მოამზადა კონფერენცია თემაზე : „1920 – იანი წლების ქართული ავანგარდი . მხატვრობა , კულტურა , პოეზია ”. რომის უნივერსიტეტში , იტალიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მუშაობდა თემაზე : „ არქიტექტურა და რეჟიმი . მსგავსება და თავისებურება ”.

იტალიის ქალთა მოძრაობის მიერ რუსუდან ლორთქიფანიძე ორჯერ დაჯილდოვდა მედლით (1987 წ . სან - მარინო , 1995 წ . რომი ).

2002 წელს მიენიჭა რომის ანგელოზებისა და კონსტანტინეს ხელოვნების მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება .

რუსუდან ლორთქიფანიძე არის აგრეთვე ფლორენციის დიდებულთა აკადემიის საპატიო წევრი .

1998 წლიდან – 2004 წლის 1 ოქტომბრამდე იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში . ამ პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა მის მიერ იტალიაში გამართული ქართული კულტურის , ისტორიის , რელიგიის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები , გამოფენები , რასაც მიეძღვნა სპეციალური გამოცემები .

კერძოდ : 1999 წელს რომში დაიბეჭდა მოხსენებების კრებული " წმინდა ნინო და საქართველო - კულტურა , ისტორია , ხელოვნება ": ქრისტეშობის საიუბილეოდ , 2000 წელს მოეწყო გამოფენა - " საქართველო - ქრისტიანული მიწა "; ქალაქ ტრიესტში გაიმართა საერთაშორისო გამოფენა ვრცელი ექსპოზიციით - " ქრისტიანული აღმოსავლეთი ". კატალოგში შესულია ქართველ მეცნიერთა სტატიები ; 2000-2002 წლებში გამოიცა ქართველ და იტალიერ მკვლევართა ნაშრომების ოთხტომიანი კრებული - " ქრისტიანული აღმოსავლეთის შესწავლისათვის ", რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ელენე მეტრეველის დაბადების 80 წლის იუბილეს . წიგნები პრემირებულია იტალიის " კონსტანტინესა და ანგელოზების " ხელოვნების , კულტურისა და მეცნიერების აკადემიის მიერ ; 2001 წელს რომის აღმოსავლეთ ქრისტიანობის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობების შესახებ ; 2003 წელს პალერმოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - თეათინელი ბერები საქართველოში ". კონფერენციის ფარგლებში მომზადდა გამოფენა დონ ქრისტეფორე დე კასტელის ნახატების უცნობი კოლექციიდან .

რუსუდან ლორთქიფანიძე არის იტალიის " კონსტანტინეს და ანგელოზების " ხელოვნების , კულტურისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და ფლორენციის " დიდგვაროვანთა " აკადემიის წევრი .

2004 წლის 1 ოქტომბრიდან დანიშნულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე .

2004 წლის 13 დეკემბერს არჩეულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 24- ე რექტორად .