ერმილე ბურჭულაძე

(1901-1970)

ერმილე ბურჭულაძე დაიბადა 1901 წლის 4 ოქტომბერს სოფელ სამებაში (ჩოხატაურის რაიონი). იგი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ე. ბურჭულაძემ 1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იქვე გაიარა ასპირანტურა.

1934 წლიდან მუშაობდა სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალში უფროს მეცნიერ-მუშაკად. 1935-1937 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, 1937-1938 წლებში- საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი, 1939 -1947 წლებში კი პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი და მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე.

1953 წლის სექტემბრიდან 1954 წლის სექტემბრამდე ე. ბურჭულაძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 1954-1957 წლებში- საქართველოს კპ ცკ-თან არსებული პარტიული სკოლის პროფესორი, ლექტორი, 1957 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სკკპ ისტორიის , ხოლო 1968 წლიდან –მეცნიერული კომუნიზმის კათედრის პროფესორი.

ე.ბურჭულაძეს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები მეცნიერული კომუნიზმის საკითხების შესახებ. იგი დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” ორდენითა და მედლებით.

ე. ბურჭულაძე გარდაიცვალა 1970 წელს.