დარეჯან თვალთვაძე - 2016 IV-დან - 2016 IX-მდე


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დარეჯან თვალთვაძე


დაიბადა 1958 წლის 20 მაისს.

აკადემიური თანამდებობა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი

განათლება:
1976-1980 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი:  ფილოლოგიის დოქტორი

სამუშაო გამოცდილება:
2015 – 2016 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;

2012 – დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრის ხელმძღვანელი;

2010 – 2015 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

2006 – 2010 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;

2006 – 2012 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

2004 – 2006 წწ.– თსუ  ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი;

2006 – 2006 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი;

2005 – 2005 წწ. – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;

1988 – 2004 წწ. – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. ძველი ქართული ენის კათედრასთან არსებული ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორია „ორიონის“ მეცნიერ–თანამშრომელი;

1982 – 1988 წწ. – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. ძველი ქართული ენის კათედრასთან არსებული ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორი “ორიონის” უფროსი ლაბორანტი.

კვლევის ძირითადი მიმართულებები:
ქართული ენა, ძველი ქართული ენა და შუა საუკუნეების  ძველი ქართული თარგმანები, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, ახალი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტისა და ენის საკითხები ბიზანტიურ–ქართული ურთიერთობები.


პროფესიული ასოციაციებისა  და სარედაქციო  საბჭოების წევრობა:
დარეჯან თვალთვაძე არის მრავალი პროფესიული ასოციაციისა და სარედაქციო საბჭოს წევრი: პატრისტიკული კვლევების საერთაშორისო ასოციაციის, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა  საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, ათენის ჰუმანიტარული ქსელის დამფუძნებელი წევრი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალის „ჰუმანიტრაული კვლევების წელიწდეული“  სარედაქციო კოლეგიის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორენოვანი ელექტრონული   სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „სპეკალის“ სარედაქციო კოლეგიის, ჟურნალ  „ენათმეცნიერების საკითხების“  რედკოლეგიის, საქართველოს მულტილინგვური ასოციაციის ჟურნალის „HOMO LOQUENS“ სარედაქციო საბჭოს, სამეცნიერო ჟურნალ  „Culture & Philosophy“  სარედაქციო საბჭოს წევრი და თსუ ქართული ენის ინსტიტუტის სამეცნიერო  შრომების  კრებულის რედაქტორი.
 

დარეჯან თვალთვაძე არის 1 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე მრავალი საერთაშორისო  და  ლოკალური სამეცნიერო და სასწავლო გრანტების, პროექტების და პროგრამების შემსრულებელი და ხელმძღვანელი.

გამოქვეყნების თარიღი:2016-10-11 12:34:28
loading