ალექსანდრე ერქომაიშვილი

(1887-1937)

ალექსანდრე ერქომაიშვილი დაიბადა 1887 წლის 12 დეკემბერს სოფელ წითელმთაში (ოზურგეთის მაზრა). სწვალობდა თბილისის კომერციულ სასწავლებელში, სადაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში.

1907-1917 წლებში ა.ერქომაიშვილი გადასახლებული იყო ქ. კრასნოიარსკში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი კრასნოიარსკის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეა. 1917 წლის მაისში ა. ერქომაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1918-1920 წწ. იგი მუშაობდა ცეკავშირში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ა.ერქომაიშვილი იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასურსათო საქმეთა სახალხო კომისარი, ამიერკავკასიის საფინანსო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) რექტორი (1931-1932 წწ.), უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო კომუნისტური სკოლის დირექტორი.

დახვრიტეს 1937 წელს.