ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდი ოფიციალურად 2010 წელს ჩამოყალიბდა, ამჟამად უნივერსიტეტში ქალთა და ვაჟთა ფრენბურთის ნაკრებები მოღვაწეობენ, გოგონათა გუნდმა ყარსში გამართულ ამიერკავკასიის უნივერსიადაზე მონაწილეობა მიიღო სამჯერ და სამივე ჯერზე პირველი ადგილი დაიკავა, თსუ-ს ფრენბურთელთა ნაკრებს საქართველოს უნივერსიადაზე ასევე სამჯერ აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, ხოლო 2011-2012 წლის სეზონზე და ასევე 2012-2013 წლის სეზონზე საქართველოს ჩემპოიონატში 8 გუნდიდან მე-4 ადგილი დაიკავა. 2013 წელს ქვიშის ფრენბურთის ტურნირზე პირველად თსუ-ს გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.
სტუდენტური გუნდი შედგება 25 მოთამაშისგან, რომელთა შერჩევაც ხდება ქასთინგის საფუძველზე, ქასთინგში მონაწილეობა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. გუნდის მთავარი მწვრთნელი თამარ დიდებაშვილი.