გ. ნიკოლაძის სახელობის ალპინიზმის კლუბი




ალპინიზმი უნივერსიტეტში:

თსუ-ში ალპსექციის დაარსება ხდება საქართველოში ალპინიზმის დაფუძნებასთან ერთად. (1924 წელს).

მყინვარწვერზე (5043 მ) 1923 წელს განხორციელებული  პირველი ასვლების მონაწილეთა ძირითად ნაწილს უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები შეადგენდნენ.

თსუ ალპინისტური სექცია, 1989 წლიდან - "თსუ გ. ნიკოლაძის სახ. ალპინისტური კლუბი", არის ქართველ მთამსვლელთა კადრების მომზადების უმთავრესი კერა საქართველოში (ქართველ ალპინისტთა 75%-ზე მეტი თსუ აღზრდილია)

მასობრივი სტუდენტური ალპინიადა უნივერსიტეტში იმართება 1936 წლიდან. პირველ ალპინიადას ხელმძღვანელობდა ცნობილი ალპინისტი და მეცნიერი, პროფესორი დავით წერეთელი. მასობრივმა ასვლებმა კავკასიონის მწვერვალებზე, განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო, თსუ-ში ბატონ ნიკო კეცხოველის რექტორობის პერიოდში.

სხვადასხვა დროს თსუ ალპსექციას ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი ქართველი მთამსვლელები და მეცნიერები გიორგი ნიკოლაძე, ნიკოლოზ კეცხოველი, ოთარ გიგინეიშვილი, ლევან მარუაშვილი, დავით წერეთელი, თორნიკე ცაიშვილი, სარგის ტატიშვილი და სხვა, ხოლო 1956 წლიდან შოთა მირიანაშვილი.

თსუ ალპსექციაში აღიზარდა გამოჩენილ ქართველ მთამსვლელთა მთელი პლეადა: სიმონ ჯაფარიძე, ოთარ გიგინეიშვილი, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თორნიკე ტატიშვილი, სარგის ცაიშვილი, გურამ თიკანაძე,  თეიმურაზ კუხიანიძE, რევაზ ხაზარაძე, ოტრა ხაზარაძე, ომარ ბერაძე, სერგო ბერლიანი, შაქრო გაბისონიანი, ტარიელ ლუკაშვილი, გიორგი აბაშიძე, გია თორთლაძე, მერაბ ხაბაზი, ნუგარ ბაქრაძე, ირაკლი უგულავა, ვანო გულედანი, ირაკლი ჟღენტი, ირაკლი კორძახია, ზურა კუჭავა და სხვა.

მასობრივი  ალპინიადები რომელშიც უამრავი სტუდენტი მონაწილეობს, საქართველოს თითქმის ყველა მაღალმთიან რაიონში ეწყობა.

თსუ ალპკლუბი ყოველ წელს რეგულარულად მართავს ორ, ზაფხულის და შემოდგომის მასობრივ ალპინიადას. სადაც ყოველწლიურად მონაწილეობს თსუ-ს ასობით სტუდენტი.Aასევე ყოველწლიურად ეწყობა სპორტულ - საკვალიფიკაციო შეკრება კავკასიონზე თანრიგოსან მთამსვლელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.