ათლეტიზმი

   








ათლეტიზმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა გასული საუკუნის სამოციან წლებში კონსტანტინე ზაუტაშვილის მიერ.
საქართველოს ცენტრალური რესპუბლიკური ათლეტური კლუბი "ამირანი" შეიქმნა 1980 წელს. 2007 წლიდან "ამირანი" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის და სპორტის ცენტრის შემადგენლობაშია. კლუბის პრეზიდენტია ზურაბ ჭავჭანიძე. 
   კლუბმა "ამირანმა" პირველ დიდ წარმატებას 1986 წელს მიაღწია, საქართველოს სახელით იასპარეზა და გუნდური გამარჯვება მოიპოვა. 1989 წელს ამირანმა უკრაინაში ქ. ბერდიანსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე აზოვის ზღვის თასი და 1990-1991 წ.წ. ქ. კოხტლა-იარვეში (ესტონეთი) საერთაშორისო ტურნირზე დიდი დათვის პრიზი, გუნდური პირველი ადგილები მოიპოვა.
     1993 წ. ქ. ბუდაპეშტში (უნგრეთი) მსოფლიო ჩემპიონი გახდა კლუბის აღზრდილი შოთა ბეჟაშვილი. ვერცხლის მედალი მოიპოვა მისმა თანაგუნდელმა დავით მერაბიშვილმა.
    1994-1995 წ.წ. ევროპის ჩემპიონატებზე "ამირანის" წარმომადგენლებმა 10 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ: შოთა ბეჟაშვილი (ორჯერ), მამუკა შენგელია, არტემ დალაქიშვილი, სოსო ხარაბაძე, კობა ალუდაური, ზურაბ მღვდელაძე, ნიკოლოზ სარალიძე, გერონტი ჯმუხაძე, ვალერი გოგრიჭიანი; ვერცხლის მედლები მოიპოვეს: მამუკა შენგელიამ და შალვა მისკალიშვილმა. 1997-2010 წ.წ. აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: შოთა ბეჟაშვილი, გიორგი მინდიაშვილი, მიხეილ მანუკიანი, სოსო ხარაბაძე, ბორის სარალიძე, ვეფხია ჯმუხაძე, გერონტი ჯმუხაძე, ზურაბ ჭავჭანიძე, სერგო მერაბიშვილი, კობა ალუდაური, ხვიჩა მამედოვი, ზაურ ჯავახიშვილი, ვლადიმერ ნაზღაიძე, ვაჟა გივიშვილი, ბექა  მაზანიშვილი, კახა დათუკიშვილი, ავთანდილ მამალაძე, იაგო ინწკირველი, ზურაბ ძამუკაშვილი, რამაზ აზარიაშვილი, ალექსი ორკოდაშვილი, ნიკა ვეფხვაძე, კახა ერგემლიძე, მანუჩარ ჭინჭარაული, გიორგი მესაბლიშვილი, გოჩა გუძუაძე,  ლევან გილიგაშვილი, თეიმურაზ ლუტიძე, გელა გელაშვილი, ლევან ციციშვილი და რამაზ თარაშვილი.

ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკოლოზ სარალიძემ.