1964 წელს სტუდენტთა თამაშებს მასპინძლობდა ლიტვა. ქალაქ კაუნაში გამართულ ხელბურთის ჩემპიონატზე მონაწილეობას ღებულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც ფინალში კაუნას უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ პერიოდში ჯიმშერ აფშილავა იყო, ხოლო მოთამაშეებს იმედო ფხაკაძე, ბორის კოპალეიშვილი, ანზორ ექსეულიძე, ჯემალ ცერცვაძე და სხვანი წარმოადგენდნენ
1965 წლიდან სტუდენტთა თამაშებმა ფორმა იცვალა, ჩემპიონატები ტარდებოდა ნაკრებ გუნდთა შორის.
თბილისის „ქარიშხალა“ წარმოადგენდა ძირითადად თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელიც წარმატებით ასპარეზობდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურნირებში. 1965, 1966 და 1967 წლებში თბილისის ქარიშხალამ საბჭოთა კავშირის მეორე ადგილის მფლოობელი გახდა.
უნივერსიტეტის ამჟამინდელი ხელბურთის გუნდი 2011 წელს ჩამოყალიბდა, და პირველივე - 2011-2012 წლის სეზონზე საქართველოს ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა.
http://georgianhandball.ge/?cat=73