რაგბი

1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა რაგბის   ნაკრები. უნივერსიტეტში რაგბის სექციის გახსნის ინიციატორი და პირველი მწვრთნელი იყო კაკო ქუსიკაშვილი, გუნდი ვარჯიშობდა ვაკეში, სტუდქალაქის მშვენიერ სტადიონზე.

თსუ-ის გუნდის შემადგენლობაში სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებთან ერთად თამაშობდნენ სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებიდან. საბჭოთა კავშირის პერიოდში უნივერსიტეტის ნაკრებ გუნდს მრავალი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა უნივერსიადებსა და ჩემპიონატებზე.

გარკვეული პერიოდის მანძილზე თსუ-ს არ ჰყავდა რაგბის გუნდი, რადგან არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

201 4 წლიდან დაიწყო სამუშაოები რაგბის გუნდის ხელახლა ჩამოსაყალიბებლად. მწვრთნელ გია ჯოხიას ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა გუნდის შექმნა.

201 6 წელს - უნივერსიადაზე 7-კაცა რაგბიში თსუ-ის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს ეროვნულ რეგიონალურ ლიგაში იღებს მონაწილეობას.

გამოქვეყნების თარიღი:2017-03-10 14:40:40