ქართული
ხალხური
ცეკვის
ანსამბლი
- "
უნივერსიტეტი
"
ივ
.
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტში
ჩამოყალიბდა
1934
წელს
.
წლების
მანძილზე
იცვლებოდა
ხელმძღვანელობა
და
ანსამბლის
შემადგენლობა
,
მაგრამ
,
დაუღალავი
შრომისა
და
დიდი
ენთუზიაზმის
შედეგად
,
ანსამბლმა
მალე
მოიპოვა
პოპულარობა
,
რომელსაც
დღემდე
ინარჩუნებს
.
ამ
პერიოდის
განმავლობაში
ანსამბლს
ხელმძღვანელობდნენ
ქართული
ცეკვის
გამოჩენილი
ქორეოგრაფები
:
ჯანო
ბაგრატიონი
,
ბუხუტი
დარახველიძე
,
რომან
ჭოხონელიძე
,
იასონ
ზედაშიძე
.
დღეს
ანსამბლის
სამხატვრო
ხელმძღვანელია
რესპუბლიკის
დამსახურებული
არტისტი
,
თენგიზ
ყურაშვილი
,
ხოლო
მთავარი
ქორეოგრაფი
-
დავით
კიკვაძე
.
ანსამბლის
რეპერტუარი
მთლიანად
მოიცავს
საქართველოს
რეგიონების
ქორეოგრაფიულ
ფოლკლორს
: "
გურული
ფერხული
ფარცით
", "
ქართული
", "
ხორუმი
", "
აჭარული
", "
ფარიკაობა
", "
ყაზბეგური
", "
სამაია
", "
მლეთური
", "
შეჯიბრი
", "
ქალთა
ხორუმი
", "
ნარნარი
", "
რაჭული
", "
სვანური
".
ქორეოგრაფიული
ანსამბლი
"
უნივერსიტეტი
" 35
წევრისგან
შედგება
.
მათ
შორის
11
გოგო
, 17
ვაჟი
,
4
აკომპანიატორი
და
3
ხელმძღვანელი
.
ანსამბლი
წარმატებით
მონაწილეობდა
მსოფლიოს
20
ქვეყანაში
გამართულ
ფესტივალებში
.
მათ
შორის
,
გერმანიაში
,
ავსტრიაში
,
იტალიაში
,
ნორვეგიაში
,
აშშ
-
ში
,
იაპონიაში
,
ეგვიპტეში
,
ჩინეთიში
,
საბერძნეთში
,
ინდოეთში
,
ნეპალში
,
პოლონეთში
,
ჩეხოსლოვაკიაში
.
თსუ
ქორეოგრაფიული
ანსამბლის
უახლესი
მიღწევებიდან
აღსანიშნავია
:
ქალაქ
ვარნაში
საერთაშორისო
ფესტივალზე
მოპოვებული
გრან
-
პრი
;
ესპანეთში
(
ბარსელონა
,
ვალენსია
,
მალიორკა
,
გრანდ
კანარია
)
გამართულ
ფოლკლორულ
ფესტივალ
–
ტურნეში
მიღებული
გრან
-
პრი
;
თურქეთის
ქალაქ
ბურსაში
საქართველოს
კულტურის
დღეებში
მონაწილეობა
;
გრან
პრი
-
თბილისში
ფოლკლორის
საერთაშორისო
ფესტივალზე
(2008
წ
).
2009
წლის
სექტემბრი
თვეში
იტალიაში
სიცილიაზე
ქ
.
გამართულ
საერთაშორისო
ფესტივალზე
ანსამბლმა
4
გრან
-
პრი
მოიპოვა
.
ანსამბლი
სისტემატიურად
აგრძელებს
მუშაობას
ძველი
ეროვნული
ცეკვების
მოძიებაზე
და
თანამედროვე
ქორეოგრაფიული
ფორმებით
მათ
მიტანას
მაყურებლამდე
.